მინდვრებისაკენ მიწის სურნელი მეძახის ქუჩის გნიასით დაღლილს, უნდა დავაგდო შეუბრალებლად ქალაქი - დიდი, პირქუში სახლი. გულგრილი მზერა მარტყია ირგვლივ და სადაც სხვისთვის არვინ იმეტებს თუნდაც დამჭკნარი ფოთლების გვირგვინს. როდესაც ელვის გააპობს ბზარი ან როცა ვინმე მოულოდნელად მეძახის ზემო სართულზე მდგარი. დათმობა თურმე ძნელია ერთობ, ეს საუკუნეც იქ დაიბადა, სადაც ბალახის სანთლები ენთო. ძნელად იპოვნი საზრდოს და საფარს და ასუფთავებს ძველ ხსოვნას ჟამი, როგორც ბეჯითი მოსწავლე დაფას. ძიების ჟინს და განწმენდის სურვილს, იქნებ იქ, დიდი ხეების ჩრდილში ცოტა ხნით მაინც მოვითქვა სული. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |