კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

ხალხურ მოტივზე


დოქმა თქვა, - წუხელ შევთვერი, ნაღველი დამედინაო,

ცრემლს მომწმენდს ვინმე მელექსე, ალბათ, კახელი თინაო.

მოვა, მარგალიტს დამაყრის, სიტყვა აქვს ალმასისაო,

სილაღე - თეთრი არაგვის, სიდარბაისლე - მზისაო.

ტაბლას გააწყობს ალავერდს, წყალობას მოიმკისაო,

მთვარეს თამადად დაადგენს, ვარსკვლავეთისა მკვიდრსაო.

ცივგომბორს მიესალმება, რიდი აქვს დიდი ძმისაო,

ახსენებს წმინდა სამებას, სიტყვას არ იტყვის ძვირსაო.

ოქროს ძაფებზე აასხამს თვალ-მარგალიტის მძივსაო,

მზე ოქროს გვირგვინს დაადგამს მელექსე თინათინსაო.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - თინათინ მღვდლიაშვილი  • • •   თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია

მსგავსი თემები