კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

სარკე... სარკეში დრამატული, უცხო ალები...

ვირტუოზულად ჩამოქნილი, სწორი პროფილი.

ყვითელ ოთახში სახიფათო ქარი ორპირი,

თვალებში მზე და უთვალავი ნაიადები.

ზღვა... ზღვის წიაღში არტისტული, მწყობრი რითმები

და აკვარელის ღამეული, ლურჯი გრაცია...

უკიდურესად პიკანტური დეკორაცია

ეგზოტიკურად მოწყობილი ლაბირინთების.

ცის ილუზია... ეფექტური, ზუსტი ფორმები...

და ფანტაზია - გამჭვირვალე ნაკადულებად...

სულის და გონის უსასრულო თავისუფლება

უდაბნოს მკაცრი, მისტიკური ფარაონების.

სარკე... სარკეში დრამატული ნაიარევი...

თვალებში მზე და იდუმალი ნაიადები.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - თინათინ მღვდლიაშვილი  • • •   თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია

მსგავსი თემები