მინდა, რომ ჩემსა სატრფოსა ვხედავდე თავისუფალსა, რომ ძალით ვერ აშინებდენ, ვერც ნებით უხვევდენ თვალსა!.. გაითქვას ძველებურადა და მისიანი ყველანი ერთად სცხოვრობდენ ძმურადა! დამღერდეს რუსთველის ქნარი და იღვიძებდეს იმ ხმაზე ტაშის-კვრით ხალხი მძინარი!.. ფრთა შევაკვეცოთ სურვილსა, თორემ რა მოჰკლავს უფსკრულსა მამულისშვილის წყურვილსა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |