კახეთს მოვიდა ლაშქარი, სამი ბელადის ჯარიო. აქით ტყვე წაუყვანია, - დედუკა - ჩვენი რძალიო. მამცნა სამ-სამნი ძმანიო, რო გული ასტკივდებოდა, ეკვლია შენი კვალიო! მამცა თოფი და ხმალიო, კი საით მამაკლეინა ი, ლეკი, შენი ქმარიო, ლამაზნი შენნი თმანიო! მზექალავ, გახუათაო, შენამც იაღი ხარიო. ქათმის ყიულის ხანია, საგრეხელაში მოვხელეთ შენი ნასთავი ტარია. შენი დაკარგვა ბრალია! კი მაინც დაჰრჩა პატრონი, ღმერთო, დასწერე ჯვარია! ბეჩავი გორგის ქალია! ნუ დამგმობთ, ჩემო სწორებო, დამნანდეს მამის ძმანია! სუ ავიშურენ სწორნია!... |