კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მზე მოიქანცა, საუკუნის ანჩხლ დასახლებით...

თვალთმაქცობს გველი ტან შელეწილ სითამამეში,

კვნესის ზღვა სივრცე სპილენძისფრად აშლილ ღამეში,

ცივი ღიმილით მოკვდა მთვარე იჭვის თანხლებით...


იწვის უდაბნო უიმედო წამთ განახლებით,

ვერ ვგრძნობ სიმშვიდეს მე წუთიერ ფერად რამეში.

გიჟი სიმთვრალე სიჭაბუკით ტლანქ სიამეში -

დასისხლიანდა ყრუ ქვითინად ალმას ხანჯლებით...


სასაფლაოზე ვიგვიანებ ლექსთა ზმანებით,

მოღლილ ხელებზე მოვიხსენი ხელთათმანები

ქვრივ ღამისთევით ტკივილით მჩხვლეტს სისხლად ხველება.


ვდარაჯობ ოთახს, გელოდები, მაგრამ არ ჩნდები,

კვდება ლანდები რუნ სიცივით - და ვგვიანდები,

და ვგვიანდები უსიცოცხლო ამეტყველებად.

მსგავსი თემები