კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41



როგორ განვავითაროთ ტვინის ნახევარსფეროებიჩვეულებრივ, ადამიანები ცდილობენ გაავარჯიშონ სხეული, მეხსიერება, ყურადღება. ტვინის გავარჯიშებაზე ნაკლებად თუ ვინმე ფიქრობს და სულ ტყუილად, რადგან ტვინის ეფექტური მუშაობის გარეშე სხვა დანარჩენი ამაოა.

თავის ტვინი მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებისგან შედგება. მარცხენა უზრუნველყოფს ლოგიკურ აზროვნებას, მარჯვენა კი შემოქმედებითს.

ზოგ ადამიანს მარჯვენა ნახევარსფერო უფრო განვითარებული აქვს, ზოგს მარცხენა.

პირველები -  მშვენიერი ანალიტიკური მკვლევარები არიან, თუმცა სიახლეს ვერ ქმნიან.

მეორენი -  იდეების გენერატორები არიან, თუმცა უჭირთ ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანა.

არიან ისეთებიც, რომელთაც ორივე ნახევარ სფერო თანაბარ დონეზე აქვთ განვითარებული. ეს ბედნიერი ადამიანები მაქსიმალურად იყენებენ თავიანთ შესაძლებლობებს.

ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს სავარჯიშოების კომპლექსი, რომელიც ავითარებს ორივე ნახევარსფეროს:

» მარცხენა ხელი მოჰკიდეთ ცხვირის წვერს, მარჯვენა-საპირისპირო ყურს (მარცხენა). ერთდროულად გაუშვით ხელი ცხვირსა და ყურს, დაჰკარით ტაშისკვრით ხელი-ხელს და შეასრულეთ იგივე მოძრაობა მარჯვენა ხელით.
» რიგრიგობით შეჰკარით წრე ცერა თითითა და სხვა თითებით. მერე ორი ხელით, რაც შეიძლება სწრაფად.
» მაგიდაზე დადევით სუფთა ფურცელი, აიღეთ ორივე ხელში ფანქარი და ერთდროულად დახატეთ სარკისებრი სიმეტრიული გამოსახულებების ასოები.

ამ სავარჯიშოს შესრულებისას იგრძნობთ მოდუნებას თვალსა და ხელში, რადგან ორივე ნახევარსფეროს მუშაობისას ტვინის მუშაობა ეფექტურად იზრდება.

როცა ინსტრუმენტზე უკრავთ ორი ხელით, ან კლავიატურაზე კრებთ ტექსტს, ამ დროსაც ორივე ნახევარსფერო მუშაობს. ესეც თავისებური ვარჯიშია.

სასარგებლოა როცა წამყვანი ხელის ნაცვლად, იგივე საქმეს მეორე ხელით გააკეთებთ.

მაგალითად თუ მარჯვენათი იხეხავთ კბილებს, ეცადეთ მარცხენათი გაიხეხოთ.

თუ მარჯვენათი წერთ, - დაწერეთ მარცხენათი. ეს სასარგებლოცაა და სახალისოც, შედეგსაც მალე იგრძნობთ.

მსგავსი თემები

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე