არ ვიცი, ფიქრი ასე რად დალბა, მჟავე სპლინი თუ გადამეკიდა. ამბავს მიყვება გასართობს, ალბად, როგორც მლოცველი შორი მექქიდან. წამიღო მზერამ სანაპიროსმან. თუ არ ვეწვიე სარდაფში ღამით, დამემდურება ნიკო ფიროსმან. მოირაც მისთვის გადამემტერა და მაპატიეთ დღეს მხოლოდ ერთი, რომ მათ ვარჩიო უნდა ჰეტერა. სიგიჟე იფრქვის ყველგან იმდენი, რომ სტატისტიკით მარჯვენა მარდი ვეღარ აწყავენ მას მემინდენი. ბერი იოვან და სააკაძე და იმერეთი - ნიადაგ თარსი - წინ მეკეცება, როგორც საკაცე. გაფითრებული ცხენის ფანტასმა. მაგრამ შელოცვას მივმართავ ხელად, მან ერთხელ იგი კიდეც გათასმა. ნათელი გული მან ამიქარვა. და მეშინია, არა ვთქვა მაინც, რომ საქართველო არის მიქარვა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |