ჩემს სიყვარულში ვინ დაგაეჭვებს, ამას ვინ შეძლებს, მშობელო მხარევ?! შენ სიცოცხლე ხარ, მე სიცოცხლეზე უკეთესს, მითხარ, რას შევიყვარებ?!
ანდა, რაც მითქვამს, თუ რამედ ღირდა, შენ რომ მიყვარდი, იმიტომ მითქვამს.
სულ შენი ცრემლის ვერცხლად მეკიდა, მე დედაენა მიღებდა ბნელეთს, რომ შენი ყოფნა არ გამეყიდა.
სადარნაძრომმა თავით, ბოლოთი, სცადა, არათუ ერთ ღვიძლ პოეტად, მშობელს შვილადაც რომ არ გყოლოდი.
და, რადგან სადღაც ჯერ მისი სჯერათ, პირძაღლი ისეთ რაღაცებს კერავს, ჩემივ კერიის მასაღებს მტერად.
მიწავ და ხეო, ზღვაო და ჩქერო, რომ შენი რძის და სიმღერის შვილმა, დღეს, შუბლით ცხელით და თვალით სველით, კვლავ აგიხსენი სიდან ვარ, ვინ ვარ, და სიყვარულიც კვლავ აგიხსენი!
ხმა, რომ ჭირ-ჭორთა უძლო ქარიშხლებს, ვგრძნობ, სიყვარულის ჩემის მოძულეს ცოდვას ბოლომდე უანგარიშებს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |