ქართველ რაინდებს აღარ ახსოვთ ღამე საბანი. თავის განწირვა ძველებური რჩეულებს მართებს. შმაგ სიყვარულით ვერ ამჩნევენ ნაკიან მარტებს. სურთ დაუკარგონ უამარ მტერს თავის სამალი. გამარჯვებულნი ვაძალებდეთ ერთმანეთს კვარტებს. და ახალს ვწერდეთ გადიდებულ საზღვრების ქარტებს, - რომ სოლომონმა გაიხაროს იასამანით. კენარი ტანით თვალს წაგვართმევს როგორც ტირიფი (თაფლის სანთელი მის ფეხებთან ეხლაც მინთია). და ჟორდანიას არ აშინებს გზები ირიბი. - რასაც აღნიშნავს საარაკოთ მემატიანე. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |