შეხედე, რა ცაა, ესაა რაცაა!
მართლაც რა მოხვდა, ყველგან ცა არის, მიწა - მიწაა! ხალხი - ხალხია! თუმცა ასეთი ანკარა წყალი, ამქვეყნად არსად არ მინახია! ჩვეულებრივად თითქოს გახია, თუმცა ასეთი მთრთოლვარე სხივი, ამქვეყნად არსად არ მინახია! რა ცა, რა მიწა, რა ზღვა, რა ხეა! თუნდაც მომკალით, ასეთი მხარე, ამქვეყნად არსად არ მინახია! |