კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

რა კარგები ვართ 

გაშლილ სუფრასთან!

რა კეთილები,

რა ლამაზები;

რა ნაზები და

მიმტევებლები,

რა ვაჟკაცები,

რა მამაცები...

ვაქებთ, ვადიდებთ

ერთიმეორეს,

რას არ ვპირდებით, ვკოცნით,

ვეხვევით, -

ნუთუ, ო, ნუთუ

ეს ის კაცია,

მე რომ მხვდებოდა

პირგამეხებით?

რა კარგები ვართ ახლა,

ამ ლხინში,

როგორ შევხარით

სუფრის ანგელოზს

და - 

როგორ გვიყვარს ჩვენ

ერთმანეთი!

და - 

როგორ გვიყვარს ჩვენ

საქართველო!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - მარი აბრამიშვილი  • • •   მარი აბრამიშვილის პოეზია

მსგავსი თემები