კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

საფიცარო დედასავით,

მზის შუქივით სანატრელო,

ნეტავ იმას, სულ პირველად,

ვინც გიწოდა საქართველო.


ნეტავ იმას, ვინც პირველად,

შენთვის თავი გაიმეტა

და მტრის ისრით განგმირულმა

დაიკვნესა: ვაი დედა!


ნეტავ იმას, ვინც პირველად

გითხრა სიტყვა საალერსო:

საქართველოვ, ვენაცვალე

შენს ჯადოსნურ მთას და ველსო.


ნეტავ იმას, ვინც პირველად,

დაგიჩოქა, თაყვანი გცა

და იმედად გაიხადა,

საქართველოს მაღალი ცა.


საყვარელო დედასავით,

მზის შუქივით სანატრელო,

მეც პირველად ვამბობ თითქოს:

- საქართველო... საქართველო...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ხუტა ბერულავა  • • •   ხუტა ბერულავას პოეზია

მსგავსი თემები