კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

სად მიმუხთლებს ბედი, ჩემი მხლებელი,

ნისლია და გზაზე სისხლის კვალი ჩანს,

ბინდი მოვა, წავა მატარებელი

და მოღერილ ბიჭებს ომში წაიყვანს.

დღეს სოხუმი საქართველოს გულია,

აქ სისხლი სდის საქართველოს - სრულიად!

ქართლ-კახეთი, აფხაზეთი, გურია...

ერთია და გულის მონაწურია.

ვერ ვფარავ და ვერც ვერასდროს ვფარავდი,

მკლავს, მაწვალებს სენი ესე, მარადი -

სიყვარული მისი, კუბოს კარამდი,

არსი ჩემი, სავიზიტო ბარათი.

დაღლილი ვარ, განა დახარჯული ვარ,

მაინც ცეცხლად ანთებული გული ვარ.

სანთელი ვარ, მის ხატს შეწირული ვარ,

ჩაღვენთილი ერთგულების სახადით.

ქართველი ვარ, ჩემგან არ ხამს ღალატი,

არც - სილაჩრე, არც - ჯალათის ხალათი!

თვით ერეკლეს ამოწვდილი ხმალი ვარ,

ერთგულების ცეცხლში გამომწვარი ვარ.

აფხაზეთი ნატყვიარი გულია,

აქ სისხლი სდის საქართველოს, სრულიად!

ჩვენც აქ ვდგავართ, რაგინდ ტანჯვა გვებევროს,

ვიბრძვით, ვიწვით, სამშობლოსთვის ვირჯებით,

ვერ დაგვჯაბნო, ბედო, ავო ბებერო,

უკვდავების ზღურბლზე მდგარი ბიჭები.


პოეზიის გვერდი • • •  პოეზია - მზია ჩხეტიანი  • • •  მზია ჩხეტიანის პოეზია

მსგავსი თემები