სატევარი, მამა-პაპის სატევარი, სატევარი - მტერთა გულის გამპობი, ქართლის ღამე - შუბთა შუქით ნათევარი, გრემისხევი თუ კრწანისის დაბლობი,
სვეტიცხოვლის სვეტმაღალი სიონი, შორს რომ მიდის აქლემების ქარავანი - დარახტული მთები კავკასიონის,
ტკბილ ფიქრებში ტკბილად მოსაგონარი, - შორს ლამაზი ნესტანქალის კიდობანი, - შხეფდაყრილი ერთადერთი ბორანი,
იალაღი ჯეირნებით ნალახი, რომ გახვალ და მარგალიტით დაცვარული დაგინამავს მუხლებს მწვანე ბალახი.
მზედაკრული ვენახები რქახშირი, თეთრ ღრუბლებში ანთებული ოქროს კვარი, ვარსკვლავები - ნაპერწკლებად გაშლილი,
ვინ დასწყევლოს ქვეყნად ჩვენი გაჩენა?! ვინც ვაჟკაცობს, ვინც წინაპრით გვარიშვილობს, ვისაც ერჩის გულიცა და მარჯვენაც,
ვინ წაუვათ ვერაგ მტერთა ურდოდან?! წამოენთნენ ფიცნაჭამი ვაჟკაცები, - მამულს ერთი დაძახება უნდოდა! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |