წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ვისაც გული აქვს ნათელი,

ფიქრიც,

სურვილიც,

მიზანიც,

აი ის არის ქართველი,

მამულიშვილი ის არის!

ვინც ცდის მკლავსა და გონებას,

როცა ჟამი აქვს ცდისანი,

პირს არ შეირცხვენს სწორებთან,

ისე იშრომებს, ისწავლის,

წიგნებს ჩასცქერის ხალისით,

უყვარს ქართული სტრიქონი,

იცის, რად გვტკივა კრწანისი,

იცის, რად გვიღირს დიდგორი!

ან თვალს რას იფშვნეტს ბალღივით

რიჟრაჟზე ია კეთილი,

დედის ცრემლებად დაღვრილი,

ყვავილად ამოხეთქილი.

გულს მისცემს - საქმემ ითხოვოს,

ერის ღირსების დასტურად,

ცდილობს, ნამუსით იცხოვროს,

ქართულად, მამაპაპურად!


მსგავსი თემები