შენ გადალახე წარსულის ცხრა მთა, საუკუნეთა მისდევ ქარავანს. გესმის გუგუნი გარდასულ ჟამთა და ჰხედავ ბნელში ჩამქრალ შარავანდს. რომ გაანათო ბნელი უბნები. შედიხარ დინჯად ცივ აკლდამებში და იქ გმირთა ძვლებს ესაუბრები. ძველი ურარტუს ტყიანი მთები. ო, რამდენ არწივს მიუმსხვრევია იმ შავ კლდეებზე გაშლილი ფრთები! ასურეთიდან მოვარდნილ ქარბუქს, - ქვეყანა მაინც ბედს ვერ ეწია: დაემხო ზეცა დანგრეულ ქალდუს! წინ განსაცდელით სავსე გზებია. კოშკებს აგებენ ზღვისპირს კოლხები და მოსეულ მტრებს უმკლავდებიან. ცეცხლი აყვავდა ახალ კერაზე. ფრთები მოშუშდა, კლდეს შენახალი, და მტრებს კარები გადაერაზა. ჩვენი სიმღერა ათასწლიანი, აქ გაიზარდა ქართული მუხა, ზედ მზე შემოჯდა ოქროს ფრთიანი. ენარცხებოდა ელვა და ქარი, მაგრამ ავდარმა ვერ შეარყია, ვერც მოუღუნა ტოტი მაგარი. მასავით ქარში გაუღუნავი. დაუძლეველი ნებით მოდიხარ, ვით ისტორიის ჩარხი მბრუნავი. ითვლი წარსულმა ჩვენს ხალხს რა მისცა. სიდარბაისლე მოგაქვს ქართული, მოგაქვს მხნეობა ამირანისა. ჩვენი წარსულის მეგზური დიდი. ხალხის დიდება დღეს შენს წინ არის, მუდმივი ნატვრით გულში რომ ზრდიდი. ბნელი მანძილი შორ ქვეყანათა. მზემ გადმოშალა ბრწყინვალე ფარჩა, - სამშობლოს დროშა შემოგანათა. ბუდემოშლილი ძველი თუბალი? - დგას საქართველო განახლებული, საკუთარ ბედის ხელისუფალი! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |