ჰოი, კუზიანო დედამიწავ, ბრუნავ და გვაბრუნებ ყველას. ჰოი, კუზიანო დედამიწავ, მე შენგან მოველი შველას. ჰოი, კუზიანო დედამიწავ, ხევსურის შუბლივით ჩაკეჭნილო, არაგველების მოზარე ვარ, სათხოვარს უნდა ჩაგეტირო. ოღონდ ნუ იქნება: მთიულეთი - ნამთიულარი, ხევსურეთი - ნახევსურალი, ფხოვი - ნაფხოვარი, ხევი - ნახევარი... კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და ნუ გახდება საქართველო ნახევრის - ნახევარი. და შენ, კუზიანო დედამიწავ, რამდენიც გენებოს, იტრიალე! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |