ჩემი სამშობლო - საქართველო - სხვა თეატრია, ბევრი მინახავს ხეტიალში მე თეატრები. გახუნებული მისი სული ბევრმა ათრია, მაგრამ ელვარე მზე სხივებით არ ეხათრება. მიმი, ჟონგლერი და დროგები აქტიორებით. არ მეშინია ძვირფას ძმებთან სულის წაგება და ძველ პიესას მე ვთამაშობ განმეორებით. ამაზე იტყვის საქართველო მატიანებით. მხოლოდ შენ ტანჯვას, კოლომბინა, და შენ წამებას პიეროს მეტი ვერ იტირებს სხვა დანანებით. შენ წამებულ სულს, კოლომბინა, შენ ტუბერკულოზს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |