კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ჩემი სოფელი თაფანი,

ჩემი ქცია და კრწანისი,

მოხველ, თაფანის თაფლივით

და გულზე შხამი წამისვი.

შარბათს გაწვდილი შარაბეთს,

გუთანი ხანჯლით შევცვალე,

ვერ გადავურჩით არაბებს,

ვერცა ყიზილბაშს, ვერცა ლეკს.

რა იქნა, ჩვენი ბირთვისი,

ჩვენი ერწო და ახვრისი,

ქარცხილავ, ვინ მიითვისა

ჩემი სახლი და სახნისი?

ჩრდილი აგდია სამზეოს,

შენც, დილავ, როგორ ჩამდნარხარ,

სად ხარ, ნადარბაზევო,

შენც, ლიყურეთო სადა ხარ.

წობავ, დოლანო, ოძისავ,

ხორბუკო, წრისავ, ვანათო,

გამდელო ჩემო მოძმისა,

კვლავ უნდა გამოანათო.

კვლავ უნდა აღსდგეთ, მტრის ჯინზე,

რძე მისცეთ ოჯახს აკვნიანს,

მზეი გვაკლია, გვიჭირს მზე,

თქვენი წილი მზე გვაკლია.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

მსგავსი თემები