- წამო ჩემთან, რომ ეგ ეშხი კიდევ უფრო გადიადდეს. წინ გაგიფენ თბილისის ზღვას, და მთაწმინდის განთიადებს. თუკი სადმე ია ბრწყინავს. შენი პირის დასაბანად ვარსკვლავების მოვა წვიმა. ჯერ რომ არვის გაუგია, მტკვრის პირს ისე გაგატარო, მთვარეს რომ არ გაუვლია. თუ სადმეა ვარდი დილის, ცას ფარავდეს შენი ღიმი, მზეს კი შენი წარბის ჩრდილი. გზა გავჭერი მიწის გულში, ამოშუქდი სადაც გინდა და გაგყვება სუნთქვა ნუშის. და იისფრად მთებზე წვება, მაშინ მინდვრებს შირაქისას, რომელი ზღვა შეედრება? და მტევნებით შეჰკრავს თაღებს, შიგა და შიგ რომ აანთებს და კოცონებს გააჩაღებს და ფოთლებში განაზდება, იმ თაღებქვეშ ერთი გავლა ნიშნავს ახლად დაბადებას. მისი ტკბილი ნანა მზრდიდა, დედისერთა ნათლული ვარ ივრისა და ალაზნისა. განელდება ტრფობის ალი, ასი მიმზერს ქოჩრებიდან შენნაირი ქოჩრიანი. და იორის ფერთა ჩქერი, თუ ეს ოქროს ლერწმის ღერი, უენოდ რომ თვითონ მღერის, სუნთქვა - მთებს რომ აზანზარებს, თუ ეს მიწა, ეს ლაჟვარდი ზრდის შენნაირ ლამაზმანებს, მომეც ხელი შენზე მლოცველს. მზეო, სხივთა თაიგული აიღე და გულზე მტყორცნე. ღიმილს მიფენს ივრის ჭალა. სადაც შენი მკერდი ფეთქავს, იქ ვიგულვებ თბილისქალაქს. ვკოცნი ბელტებს ბარაქიანს… ამ დალოცვილ მიწა-წყალზე ყველგან თბილისქალაქია. |