კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

არა ლომი და არა არწივი

შენ იყავ შენი ქვეყნის მხედარი,

კაცთაგან თვითონ ღმერთის ნაწილი,

სიკვდილ-სიცოცხლით დაუდეგარი.


შენ, დავითიან-სოლომონიანს,

გწვავდა სამშობლო ალმოდებული.

და შენი სული, ასე მგონია,

თვით ფსალმუნშია ამოვლებული.


შენ რაც ახარე და რაიც თესე,

სამარადისოდ ვერვინ ვერ მოშლის,

შენი სახება უკვდავი ესე,

შუქივით დადის საქართველოში.


ქებად ვერ გკადრე სიტყვა ვერცერთი, -

შენ ზარდე მიწა თავისუფალი,

შენ დაუპყარი ქართველს მეჩეთიც,

იქაც შეგყავდა ჩვენი უფალი.


ქართლის პატრონად რომ დაგვენახე,

შენი სიცოცხლის ვართ მადლობელი.

შენი დემეტრეს „შენ ხარ ვენახი“

სულს გვინთებს, როგორც საგალობელი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ალეკო შენგელია  • • •   ალეკო შენგელიას პოეზია

მსგავსი თემები