კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ქართულ მიწაზე ყოველ ცისმარე

იბადებოდა თვით ორფეოსი,

მამადავითის მჭმუნვარ საფლავებს

აცხიათ მადლი საქართველოსი.


აფსუს! რამდენმა კარგმა ქართველმა

დაჭრილ მხეცივით ტყეში იარა,

ბოლოს უწამლა ქართულმა მიწამ

და განუკურნა მწველი იარა.


აქ, აქ გაფრინდა ტატოს მერანი,

ხოხობზე, ვეფხზე იშვა სიმღერა;

აქ მიმოიბნა აკაკის ლექსი,

გლეხმა "ურმული" აქ წაიმღერა.


აცალე, ისევ გაზაფხულდება,

გაიკვირტება ფოთლები ხეთა...

მე ის მეყოფა რომ ვარ ქართველი

და გულში მიკრავს ბებერი მცხეთა.

მსგავსი თემები