მოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ, გმირო მხცოვანო, და ცრემლთ დავანთხევ შენს სახელზე, მეფევ ხმოვანო! ახ, რად არ ძალუძს განცოცხლება წმიდას აჩრდილსა, რომ გარდმოხედო ახალს ქართლსა, შენს პირმშოს შვილსა!
გახსოვს, სიკვდილის ჟამს რომ უთხარ ქართლს დაობლებულს? აჰა აღსრულდა ხელმწიფური აწ აზრი შენი, და ვსჭამთ ნაყოფსა მისგან ტკბილსა აწ შენნი ძენი.
მოაქვთ მამულში განათლება და ხმა საამო; მათი ცხოველი, ტრფიალებით აღსავსე სული უდნობს ყინულსა ჩრდილოეთსა, განცეცხლებული.
მხურვალეს ცის ქვეშ მოსამკალთა ერთი ათასად! სადაც აქამდინ ხმლით და ძალით ჰფლობდა ქართველი, მუნ სამშვიდობო მოქალაქის მართავს აწ ხელი!
ვერღა ურყევს მას განსვენებას მისი აღტყველვა; შავის ზღვის ზვირთნი, ნაცვლად ჩვენთა მოსისხლე მტერთა, აწ მოგვიგვრიან მრავალის მხრით ჩვენთა მოძმეთა!
უკანასკნელო ივერიის სიმტკიცის სულო! აწ მიხვდა ქართლი შენსა ქველსა ანდერძნამაგსა, და თაყვანსა სცემს შენსა საფლავს, ცრემლით აღნაგსა! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |