კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მე ვარ მისანი ხარი წიქარა

შენი დვრიტა ვარ, მამულ-დედულო, 

ზღაპრიდან მისთვის გამოვიპარე, 

რომ გემსახურო და გიერთგულო.


შენი უღელი მემჩატოს აგრემც,

ქედზე რომ მადგას განაჩენივით 

არ მომიღერო გეთაყვა სახრე, 

სიყვარულისთვის ვარ გაჩენილი.


და თუ გქონია რამე ტკივილი 

ან რამე ჭირი ზნეკეთილიანს, -

ამილოკია ქვამარილივით 

და ხარის ცრელით დამიტირია.


რამდენჯერ ვმდგარვარ სამოთხის კართან,

ქედგახეხილი, გადატყაული... 

ღმერთთან საუბრის და ნიჭის გარდა 

არაფერი მაქვს დანაშაული.


და როცა მიწას მივებარები, 

ნაჯაფარი და ტანდაკორძილი, -

შენზე დამრჩება ისევ თვალები 

ანგელოსების ამოკოცნილი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

მსგავსი თემები