ფიქრთან ბევრჯერ დავრჩენილვარ მარტო, გული გალობს, მაგრამ დარდობს გონება, - მყინვარწვერის და ზედაზნის პატრონს არ სჭირდება მთების გამოგონება.
კვლავაც დაზრდის ბოკვრებს ფრთიან ლომებად, ცოტნესა და ქეთევანის პატრონს არ სჭირდება გმირთა გამოგონება.
ვის რად უნდა ნასხვისარი დიდება, - „ვეფხისა და მოყმის“ ზვიად პატრონს სხვათა ენა სესხად არ დასჭირდება.
სული ჩვენი ტკივილს არ ემონება, - მკლავმოჭრილი დიდოსტატის პატრონს არ სჭირდება ცრემლის გამოგონება.
ჩვენ გვეყუდვნის რაც იყო და რაც არი, - ქართვლის დედის მკერდზე მიკრულ შვილებს სულაც არ სურთ დედად დედინაცვალი.
სიხარული კვლავ წვეთ-წვეთად გროვდება, - ნაღდზე-ნაღდი მეგობრების პატრონს არ სჭირდება მტრების გამოგონება.
სიკვდილს შევსვამ შენგან მოწვდილ ჯამიდან, - დამეყაროს გულზე შენი მიწა და სხვა ჯილდო შენს ერთგულ ყმას არ მინდა! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |