მითხარ, როგორაა მემლექეთი, ჩემი სანატრელი საქართველო, რამე იმნაირი გამაგონე, გული დაკოდილი გავამთელო.
მე სულ მისი ფიქრით დავდიოდი, ახლად დავიბადე, თბილისიდან ხმა რომ დავიჭირე რადიოთი.
მაგრამ სული მიდუღს იმოდენა, რომ შიგ სიტყვა მარად მშობლიური, როგორც გაზაფხული, იტოტება.
მცხეთა, ქობულეთი, კახაბერი, იგი ნიადაგ თუ არ ვახსენე, მაშინ ერთი წუთიც დამაბერებს.
მაგრამ სამშობლოთი ღარიბი ვარ, აი, ამნაირად, უსიცოცხლოდ, მთელმა სიცოცხლემაც გაირბინა.
აქ ჩვენ არ გეგონოთ ჩამქრალები, იზმითს ეგეოსის ნაპირებზეც ვაგეთ საქართველოს სახლკარები.
ჩემი სანატრელი საქართველო, რამე იმნაირი გამაგონე, გული დაკოდილი გავამთელო. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |