მე რუსთაველის სამშობლოდან ვარ, იქ შემასწავლეს ლოცვა და რწმენა, ვაჟას მიწაა ჩემი საძვალე, გოგებაშვილმა ამიდგა ენა.
იქაა ჩემი სულის საუფლო, სადაც სიმღერით ომებს იგებენ, სადაც ყოველი ლექსად საუბრობს.
თამარის სისხლი გადამდის გულზე, უფლის სიყვარულს თავს რომ სწირავენ და რწმენას არვინ არ ჰყიდის ფულზე.
გალაკტიონის დამყურებს ღამე, სწორედ იქაა ჩემი სამშობლო, დედა ღვთისმშობლის რჩეული მხარე.
მისი სისხლი ვარ, შვილი ვარ, და ვარ, აკაკის ნასუნთქ ჰაერს ვისუნთქავ, ილიას გავლილ მიწაზე დავალ.
კაცობრიობის დღეთა შექმნიდან. დიახ, გახლავართ საქართველოდან, გენიოსთა და გმირთა ქვეყნიდან! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |