ისევ შენ და ისევ შენ ხარ, მამულო, ჩემი ბედი და იღბალი, მამულო, ვინ ვიყავი, რა ვიყავი, რწმენის ხე რომ ამიყვავე, მამულო.
ლაბა ხარის შოლტით მზრდიდი, მამულო, გუთნის კვალში მედექ ოდით, გუთნისდედად მომყვებოდი, მამულო.
ხნულებია თუ სიმები ქნარისა, ვისაც შენი ტრფიალი აქვს, ხელისგულზე უფლისწულად დავისვამ.
სალამურად გაგეთლები, მამულო, ცეცხლს თუ მიმცეს, არ ვინაღვლებ, შენს სანთელად ავენთები, მამულო! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |