კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მადლობის მეტი რა მეთქმის შენთან,

ყოვლად ბრძენო და ყოვლად მართალო

რა უფლება მაქვს, ქართველი მერქვას,

არ ვიძგერო და არ ვიფართქალო!


აღარ ვიცოდე გარჩევა ავის,

ფეხზე მდგომის და საფლავში მწოლის,

რა უფლება მაქვს საკუთარ ჭერქვეშ,

"სტუმარს" მივანდო დედა და ცოლი!


რწმენა მივანდო ურწმუნო თახსირს,

ენა მივანდო არმქონეს ენის,

სულს მიგინებდნენ საკუთარ სახლში,

მე კი უფლებაც არ მქონდეს წყენის!


მე კი უფლებაც, არ მქონდეს ზარის,

ძმისთვის ყმა ვიყო, დედისთვის - გერი

ეშმაკთან მედოს ცვედუნი ზავი,

შემრცხვენი ჩემი ჯიშის და გენის!


მე წინაპრებთან შევკრულვარ ფიცით,

ფიცით ქართული ცისა და ბარის,

მე მტერთან ერთი პირობა ვიცი,

- თავზე დამხობა ჭერის და ბანის!!!

მსგავსი თემები