ისევ შორს მიჭრის თვალთა ისარი, კვლავ ჩემსკენ არის ღმერთი, ზოგ ქვეყანაში ჩემი ხნისანებს მოხუცებული ეთქმით. ჟამი რბის გულთა რბევით, სამოცი წელი ნატვრაა მათთვის, სამოცდაათი - ბევრი!.. ყრმობის ჯავარი მომდევს, კვლავ მკერდზე ვიკრავ გაბადრულ მთვარეს, ვით სიჭაბუკის ორდენს. შუადღე არის ცხელი, გული მიუვალ მწვერვალებს ელტვის, დარახტული მყავს ცხენი. რა თილისმა და ხვითო, არწივს მთებიდან ცეცხლი გადმოაქვს და სულში გვაღვრის სითბოს. მიწით სიხარულს ბადებ, შენი მშვენება გვიან გვაბერებს, შენზე დარდი გვკლავს ადრე. |