უფალო, შეგვიწყალე, უფალო, შეგვიწყალე ცოდვილნიც... უცოდველნიც... დიდებიც, პატარებიც, ვაიმე, ქართველები შევიცვალეთ - ბევრი ვართ ტახტრევანით და კისრით სატარები.
ჩქარობენ, ერთმანეთი გადათელონ. უფალო, დაიფარე გოდოლი ბაბილონის - ვულკანზე შემდგარი საქართველო.
ამნაირ ერისკაცთა ჭერს მარიდე, უფალო, შეაჩვენე ეშმაკის მოციქულნი, ამრავლე, აძლიერე გმირები ჭეშმარიტი.
ნუ დაგვსჯი სიმცირით, მწიროვნებით, შვილები დაგვიზარდე დემეტრე-ცოტნეებად, ნინო და გიორგი მყავს ნათლია-მირონები!
უფალო, შეგვიწყალე დიდებიც... პატარებიც... არც ისე პატარაა ეს ჩვენი საქართველო, არც ისე საწყალია და ხელით სატარები. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |