კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დავეტანები, ამოვფლითავ მიწას მტირალი,

გულდამდუღვრილი მიმოვლეწავ მწარედ ვიცინი,

არა ჰქონია საქართველოს სხვა სატკივარი -

გარდა სიმცირის...

სამშობლოს ცაზე გადმოფენილ შავ ღრუბელს ვუმზერ

და ჩნდება ეჭვი, მინაცრული სისხლის სამსჭვალი,

რა გჭირს მამულო! - შემოგევლე არ სკდები გულზე?!

ყველა სულელი შენ გარიგებს, ჭკუას გასწავლის.

რა გჭირს მამულო! - შენს ჩამოშლილ ძარღვებს შევლოკავ

სისხლით ირწყვება შენს სხეულზე ყველა ღიობი,

სუყველა სენი კაცთა მოდგმის - ბებერ ევროპას

ერთად შეყრია დნება გონი კაცობრიობის...

შენ უფლის კრავო სამსხვერპლოსთან - მიბმულო უფლის...

შენს გამო მოვსთქვავ საკუთარი ძვლების მკვნეტავი,

როცა ევროპა შენს ნათელ შუბლს მასპინძლობს ფურთხით,

სამყაროს გულო, ო, მამულო! რას ჰგრძნობ ნეტავი!

არა მამულო! შენს დუმილს ვერ შევეგუები,

რად დადგა სისხლი, რად არ ჰბორგავს, რატომ არ მძლავრობს,

გიბრწყინავს მკერდზე, ღვთისმშობელის ნაფეხურები,

უნდა ჰგვრგვინავდე, უნდა ჰქუხდე უფლის ტაძარო!

არ დამეღალო შემოგევლე გკორტნონ ყორნებმა,

დღეს სჩანს ყორნებო, მძორის მთქვლეფავთა ხმა შეშლილია,

ასე რად გვებრძვის დღეს მსოფლიოს ცხელი გონება,

ბებერ ევროპას შენი ასე რად ეშინია...

დავეტანები ამოვფლითავ მიწას მტირალი

გულდამდუღვრილი მიმოვლეწავ, მწარედ ვიცინი,

არა ჰქონია საქართველოს სხვა სატკივარი -

გარდა სიმცირის...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტარიელ ხარხელაური  • • •   ტარიელ ხარხელაურის პოეზია

მსგავსი თემები