რად არ დამარქვა დედამ ქიტესა - ძველი ქართველი გლეხის სახელი, სად ჩაიკირა, სად ჩაითესა გავერანებულ ქვეყნის ნაღველი.
ვერ იქნა, კარგად ვერ გაილექსა, ვინ დაითვალოს გუთნისდედებში სახელად რამდენს ერქვა ქიტესა.
რაზმში ქიტესა იყო რამდენი! არ დამარხულან სვეტიცხოველთან, თითოს ეღირსა თითო სანთელი.
თუმც მეფეებზე მაგრად იომეს, სამ ჯარისკაცში თითო ქიტესა ჰყავდათ გვაროვან ბაგრატიონებს.
ზოგი ჩუქურთმის ჭრაში გათავდა, ზოგი სპარსეთში დაკარგულია, ზოგის სამარხი არის მარაბდა.
და გლეხკაცები - ქართლის ფესვები - ჩაწვნენ მიწაში, ერის დამცველად, რომ დაზრდილიყვნენ სხვა ქიტესები.
არა სჩვეოდათ ხმის დაბოხება, მათი აწმყო და მათი მერმისი იყო მიზანში მტრის ამოღება.
ვინც დაიტია ქვეყნის ნაღველი, დედამ ქიტესა რად არ დამარქვა, ძველი ქართველი გლეხის სახელი. |
პოეზიის გვერდი • • • |