კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

აი, ეს მშვიდი სილამაზე უფრო მახელებს,

ღირსჰყო ამგვარი სილამაზით ბუნებამ ქართლი,

წყნარი სინაზე არის ასგზის დიადი მადლი, -

ნელ-ნელ ედება რომლის ძალა ქართლის მნახველებს.


ჰა და ჰა, ცაში აიწევა, მგონია ჯვარი,

ჰა და ჰა, ალაპარაკდება ცხოველი სვეტი,

ვეღარსად ნახავ შემოგარენს ამგვარად მეტყველს,

აქ სისავსით და სიამაყით იცნობა მტკვარი.


ყოველს ატყვია უფლის ხელის ნატიფი კვალი,

აღარა გინდა ამ გრძნეული გარემოს მეტი,

ყოვლის წინაშე მოიხარო, გწადია, ქედი...


აქ მეჩვენება ყველა ჩვენი უკვდავი მკვდარი,

ცოცხლებზე უფრო ცოცხლები და უფრორე მეტი

და ჯვარი, უფლით დანთებული უქრობი კვარი.

მსგავსი თემები