სად არ ვიყავ, სად არა, ცხრა მთა გადამატარა ეტლმა წუთისოფლისამ... მაგრამ, კარგო, იცი რა? გულმა ვერ მოიცილა ნატვრა შენთან ყოფნისა.
კიაფობენ ათობით, მზესაც ოქროს ფერი სძევს... მაგრამ სულ სხვა რამ არის სხივებნათამამარი, საქართველოს ცხელი მზე.
ჩვენი დარტყმით ფიცხელით მათი ბჭე შეზრიალდა. მაგრამ სულ სხვა რამ არის ციხე-კოშკი თამარის, მთაზე მდგარი ზვიადად.
ვნებით ფერმიმქრალები, თითქოს ვარკვლავებია... მაგრამ ტრფობა ამათი, ავხორცი და კვიმატი, გულს არ გაჰკარებია.
შენი ლანდი პატარა მუდამ გვერდით დამდევდა. ჩემს სიხარულს იყოფდა და თუ სევდა მიხმობდა, ისიც დაიდარდებდა.
განა რამეს მოველი, სიყვარულის ზღაპარო?! მინდა თვალებმზიანი, გულის თანაზიარი, ბედის ვარსკვლავს გადარო.
ცხრა მთა გადამატარა ეტლმა წუთისოფლისამ. მაგრამ, კარგო, იცი რა? გულმა ვერ მოიცილა ნატვრა შენთან ყოფნისა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |