მეც ისე, როგორც ყველა ქართველი, ლექსს ვწერ, სჯა-ბაასს ვბედავ, და ვიწვი, როგორც შენი სანთელი, გასაბრწყინებლად შენდა.
ვიცი, კვლავ მაქცევ მხედრად, - და თუ მუხლს ვიდრეკ, მუხლზე ვეცემი ასამაღლებლად შენდა.
ნურც მომიშორებ მეტად, - შენს ნაფუძარზე უნდა დავმკვიდრდე დასამკვიდრებლად შენდა.
ო, სიჭაბუკის ელდავ, კვლავ თუ ვიმღერებ, ალბათ ვიმღერებ ასამღერებლად შენდა.
რწმენად, იმედად, ბედად, - ოდეს მოვკვდები, ვიცი მოვკვდები, უკვდავსაყოფად შენდა! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |