ქვეყნად სად არ ვიარე, რა გზები არ ვნახე... აფრიკის მზე ბრიალა მიბუგავდა სახეს,
ბნელ ქვაბთა თუ ხევთა თუ მთა კილიმანჯარო თეთრ ღრუბლებში მხვევდა.
შუქი ღიღილოთა თუ ზამბიის ზიზილა ველი მიღიმოდა,
და მეკვროდა სუნთქვა თუ მუნჯ პირამიდებთან გულს გუგუნი სურდა,
შუქს მაფრქვევდა ლურჯად თუ მიხმობდა პარიზის ვნებიანი ქუჩა...
ფრთებით დაფარული თუ ნილოსის ნანაში მორეული რული,
ცა - მზით მოჩახჩახე... მართლაც სად არ ვიარე, მართლაც რა არ ვნახე,
თქვენზე საოცნებო, საქართველოს ველებო, საქართველოს მთებო! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |