კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

თხილის გული გაიყოფა, -

სამშობლო არ გაიყოფა!

პურის ნატეხი გაიყოფა, -

სამშობლო არ გაიყოფა!

ჭირი გაიყოფა, ლხინი გაიყოფა, -

სამშობლო არ გაიყოფა!

ერთი მოწევა თამბაქო გაიყოფა,

ერთი ანთება ასანთი გაიყოფა, -

სიკვდილი გაიყოფა,

საფლავი გაიყოფა,

ბოლოს და ბოლოს,

დედის გულიც გაიყოფა, -

სამშობლო არ გაიყოფა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები