შემოდგომის ჟვერებივით ქარი აქეთ-იქით გვფანტავს, აგერ საქართველოა და - საქართველო მომენატრა.
გზები მოიზომა დარდმა, მივალ და ვერ მივალ თბილისს - და თბილისი მომენატრა.
რაცა იმედს ჰგავდა, გაქრა, ყველგან მეგობარი მყავდა, - მეგობარი მომენატრა.
ბედი იმდენ რამეს გვართმევს, ეს ხომ საქართველოა და ფარნით დღისით ვეძებ ქართველს.
კვლა, პარვა და თავაშვება? მთელი ისტორია ცუდით დღეს ერთ დღეში თამაშდება.
ქარი აქეთ-იქით გვფანტავს, აგერ საქართველოა და - საქართველო მომენატრა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |