მშვიდობას ვეტყვი მალე ქართულ ზეცის საფირონს და მცირე ტალღად შევერთვები ზღვას უნაპიროს!
დიდებულია, გარდვიქცევი უცებ წინაპრად!
სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას!
მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები,
მე დაგინახავთ, მაგრამ ვეღარ დაგენახვებით!
სამშობლო თქვენი თუ არასდროს არ იცოტავეთ,
თუ სარბიელად საქართველო გეპატარავათ!
ვინმეს სიგლახე კაცთა მოდგმას არ დააბრალოთ,
სხვისი მიღწევით სიხარული თუ გაიბევრეთ! |