შენის დიდებით აშუქე მთები, შენს ნაამაგარს ზღვები გალობდნენ, ხმლით განამტკიცე შენ საქართველო დარუბანდიდან რკინის პალომდე.
შეაბი რკინის კარი დარიალს, შენგან დადგმული ქვაკუთხედები ახლაც ისევე დაუმდნარია.
შენი სახელი ვის არ ელოცა, საკუთარ შუქით გამოუზარდე დღე ხვალინდელი საქართველოსა!
ვინ დაგეწონა ძველად, რომელი? - ბრძენი შენებრი განგებიანი, შენებრ მხედარი დაუდგრომელი!
დროშა ძლევისა გყავდა მხლებელი, ვინ გადეხვეწა ცხენით შენს მახვილს, რომელი ჩვენი მაოხრებელი, -
და ვინც მოჭამა ჩვენი ქვეყანა, შენს მკლავს ხმალაწვდილს, საზღვართა გარე, როგორც ზღვის ქვიშა გადაეყარა!
მზერდი მომავალს შორს გამხედარი და იდექ სვეტად საქართველოსი, ვეფხვი ფრთიანი, ნათლის მხედარი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |