ავიღებ მეგრულ შეცხადებას და ანძის ჭრიალს... ბორკილის ჩხარუნს, ყრუ ბაიათს და ბაზრის ყაყანს... ბოჩოლა ბიჭთან დავაყენებ საჭურისს ჩიას, დავხატავ ოქროსბეჭდებიან ჩალმიან აღას; ავიღებ ისარს, ცხენთა თქარუნს, ხმლების კაფიას და ასე დავწერ მამელუკთა ბიოგრაფიას.
გახედეს თვითონ არაბეთის მზე. სიკვდილი იყო ბედაური დაუურველი, ხიფათი იყო მარად ბედის მძლე.
ჟამი ფლოქვებით იჯეკნება, ხმლით იკვებება, დიდების დროშებს მამელუკთა სისხლი აცხია. და მოხრჩოლავენ ყვავ-ყორნები და ლეგენდები...
სამეფოები ეცემიან, უკან იხევენ... შორს კი პატარა საქართველოს აკლია ჯარი და მტერი არბევს ქართულ ციხეებს...
მათ ფიქრებს, ხსოვნას, მოგონებებს ცხენივით დაღლილთ, ისე ეკიდათ „იავნანას“ ნაფლეთები, ცხელი სიზმრები, როგორც ბრძოლიდან გამოსულებს ბღუჯა ისრების.
ქვიშაში ჰყრია ლეგენდები და სულს ღაფავენ, მზე კი ტორებს სცემს არაბული ბედაურივით მამელუკების დაუტირალ უცხო საფლავებს... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |