აგრემც ვალმოხდილ, ნაჯაფარ ბებერ ქედს ვენაცვალები, სულ ნაღვლიანი რადა გაქვს ჯიღა, საცერა თვალები! და ხარი ღმერთად გიწამე, გწირე და გწირე ზვარაკი. და შენაც ერჩოლებოდი შიმშილს და სიღარიბესო. და მათთან ერთად შენც სწიე ქართლის ცხოვრების ჭაპანი. რომ ქართველს აბჯარგაუხდელს მტერი ჰყოლოდა წამხდარი. გუთნის ტარი და ხმლის ტარი საჭეა ქართლის ცხოვრების. ოფლში და პაპანებაში ერთად ვართ გამონახარში. დაგკლავდით დიდ ზამთრობისას, მაძღრად გვყოლოდა ბადიში. ღრეობა იყო, ვაიმე, ისევ შენ გამოგიმეტეთ. წამოგაქციეთ ნაჯაფი და ყელი გამოგაღადრეთ. დავჯექ და ჩემს მარჩენალზე ტირილით ვწერე ლექსები... ხარივით მსმელი ვაჟკაცი - ხარითვალა და ხარქედა. სიტყვა - ხარივით გამწევი მამულის გასახარისად. ჩემი პატარა ქვეყნისთვის მეც შევძლო ხარისოდენი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |