რა ზღაპარი და რა მითი, ოდეს მეფობდა დავითი! მის ქებად სიტყვა მღალატობს: ვინც მტერს უჯაბნელს - სჯაბნიდა, მოყვასს, ქვეშევრდომს არასდროს არ დახედავდა მაღლიდან.
„მაღალი, უხვი, მდაბალი“, ჩაგრულთ შემწე და ქომაგი, ქართლში მესიის ბადალი.
კირითხურო და სწავლული, მარადის ძილშიც ცოცხალი, შვილთ ცრემლით საფლავნამული.
ქვეყნის კიდემდე იცნობდნენ სწორედ ამითი, სამწყსოს ეღვენთა სიკეთედ, აი, ვინ იყო დავითი!
შინ მეზვრის კვართი ემოსა... ვისზეც მეფობდა, ნეტამც მათ, ნეტამც იმ საქართველოსა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |