პატარძეული... ჩემი სოფელი, ბავშვობის კერა - პატარძეული, ჩემი აკვანი წნორის ტოტისა იქა ყოფილა გადარწეული.
და ხალხის ფიქრი ათასწლეული... მახსოვს ეზოში დიდი ფშატის ხე, სიბერისაგან გადაქცეული...
ხალხის მზის ოქრო და განძეული... ჩემს მზეს ბორბლები არ დამტვრევია, ჯერ შუადღე მაქვს არ-დალეული...
და ქალაქები ათასეული, მაგრამ სუყველგან მე ხელს მიქნევდა ჩემი პატარა პატარძეული. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |