კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ღმერთო, ყოველ ჟამს გემდური,

მაქვს შენთან სამდურავია,

სიცოცხლე მწარე მოგვეცი,

თავს მტერი უთვალავია.


უსამართლობამ დაგვჩაგრა,

გავხდით ვით მომაკვდავია,

ნაშრომი მტერმა წაგვართვა,

მარტოღა დაგვრჩა თავია.


ენა გვაქვს - ვერ ვლაპარაკობთ,

ხმა ვერსად მიგვიწვდენია;

სიმართლის თქმისთვის გვიჭერენ,

აზრი ვერ დაგვიწერია.


აზრსა ვსწერთ - ხელებს გვიკრავენ,

რადგან სიმართლე სწერია:

გზად მივალთ - წინ გვეღობება

ურიცხვი ბილწი მტერია.


მაგრამ გული გვაქვს მაგარი...

ვით სალი კლდის ნაჭერია;

სიმართლის დროშას ავმართავთ,

ძალ-ღონე კვლავ შეგვრჩენია.


აღარ ვემონვით მტარვალებთ.

ვიცანთ ცხოვრების ძალია,

მტრისა უღლისა მონობის

ჩვენ აღარა გვაქვს ვალია!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - იოსებ დავითაშვილი  • • •   იოსებ დავითაშვილის პოეზია

მსგავსი თემები