კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

***

ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი,

ერის ბრწყინვალე მომავალით მსურს გავიხარო.

თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი,

დე, მტვრად ქცეულიც დამენახოს მთელი სამყარო!


***


თუ გამარჯვება არ არსებობს სისხლის გარეშე,

მხოლოდ სისხლისთვის გიხმობთ ჩემი ბუკი-ნაღარა,

ისე არ ჩავალ, ცით მოსული, ბნელ სამარეში,

თუ არ შევღებე მტრების სისხლით ჩემი ჭაღარა!


***


შენი ალვის ხე იზრდება

გურიის ცენტრში მცინარი,

აბჯარ-ასხმული ვაჟკაცი -

განთიადისკენ მზირალი.


ისე გიმსხვერპლა საწუთრომ,

დრო ვერ იხილე მზიანი,

სიკვდილს სამშობლო არა აქვს,

სამშობლო - სიკვდილი არი!

მსგავსი თემები