ფშავის ხევიდან ვესტუმრე დღეს იმერეთის მხარესა. ამ ტურფა არე-მარეში ფიქრებს განვიცდი მწარესა.
დაღამებულსა შავადა, ბოლოს-ღა ვიხრით მის წინ ქედს, ვინც ჩვენ მოვკალით ძალადა.
რად მოვეპყარით ავადა დიდს მოამაგეს მამასა, ჩვენს საწყლობაზე მტირალსა:
დაუცხრომელად მყვირალსა, ქართველ მუშაკთა წინამძღვარს, მოაზრეს გასაკვირალსა.
ვესროლეთ, როგორც ფირალსა. მას, ვინც ურჩევდა თავადსა, ძმობა ჰქონიყო გლეხთანა,
შეიმატებდა ქვეყანა, და უფრო საშიშრად ჰქმნიდა ერთად ორივეს მტერთანა.
თვით ღმერთზე მეტად იწამა და დიდად პატარა ერი გულმა ითვისა მისამა,
ოხერმა დედამიწამა?! ახ, რა ცუდია, რა ცუდი გზა-არეულად მსჯელობა,
თავისვე თავის მტერობა! დიდხანს იცოცხლებს ჩვენშია, ნეტავ, ასეთი ხელობა?
ჩამოგვაბერტყა თავზედა; ცრემლი, ცეცხლი და მუქარა დარაჯად გვიდგა კარზედა.
ვმღერდეთ შეწყობილს ხმაზედა? გაფრინდი, ჩემო ოცნებავ, გასჭერ სამარის დირენი,
არიან არა-მცირენი, – და დაამშვიდე ამ ამბით ის ჩემი ამატირენი.
გთხოვ, ანუგეშო სიტყვითა: მტკიცდება ქართველთ კავშირი ძმობა-ერთობის ფიცითა,
მტერსა და მოკეთეს ვარჩევთ, კარგი და ავი ვიცითა, მის ანდერძს ვიჭდევთ გულში ღრმად, ვატარებთ გულის ფიცრითა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |