საძირკვლად აზრი ჩააგდე, ზედ დასდგი გრძნობის ტაძარი, მან გააბრწყინა სხივებით ჩვენი სამშობლოს მთა-ბარი.
შენ იყავ ჩვენი საფარი - მოგკალით ჩვენისვე ხელით, მოძმეთთვის ნაჭირმაგარი;
სად წინაპართა ნთხეულა, რომელთა ხსოვნა შენს გულში აროდის გამოლეულა;
შენიც დაერთო წლეულა. მოჰკვდი თვის სატრფოს კალთაზე. დადუმდა ჩანგის სიმები;
გაგვიხდა დასატირები! დაგიკოცნიან სახესა ნათელს არაგვის გმირები;
ტურფა ალაზნის პირები! კაკო ყაჩაღთან ერთადა მოსთქვამენ გლეხის შვილები,
ყაჩაღად გაცვივნილები. ჩვენის საწყლობის მოზარევ, მანდ დაისვენო ეგები?!
გარს შემოვივლეთ ბექები, ვხდებით ყვავ-ყორნის სადილად, ტურა-მგელთ გასაყვლეფები!
ბაზალეთის ტბის ძირასა, და დიდხანს კითხვადვე გვრჩება: „ვინ ამოიღებს იმასა?
უსუსურს მტირალს ბედისა, აკვანში რომ წევს საწყალი და ძუძუ სწყურის დედისა?
ერისგან დანადინარსა, ვინ დაშრეტს, ვინ ამოიყვანს იმ უსუსურსა მტირალსა?!“
თავზე დაგვჩხავის ყორანი; გაღმა გასვლისა მსურველთა უკუღმა მიგვყავს ბორანი;
სირეგვნე შეუწონარი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |